„ჩვენი სკოლა მომავალზე, ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული“- თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. სკოლის დირექტორი მადლობას უხდის მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, რომელსაც გეზი აღებული აქვს განვითარებისკენ, დარწმუნებულია, რომ ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლა, მომავალზე, ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული! გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დადგომას!! გისურვებთ, მეტ სიახლეს, მეტ პროგრესს, მეტ წარმატებას, მეტ წინსვლასა და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას, უპირველეს ყოვლისა!!! ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს პაატა ჩორგოლაშვილი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია