„მშვიდობიან სასწავლო წელს და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოხაძე სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ყველას მშვიდობიან წელს უსურვებს.

დღეს სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

„15 სექტემბერია. ვიწყებთ სწავლას, ამჯერად დისტანციურად!

გილოცავთ, ძვირფასო მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო, თანამშრომლებო! მშვიდობიან სასწავლო წელს და რაც მთავარია, ჯანმრთელობას გისურვებთ!

4 ოქტომბერს კი პირველკლასელებთან ერთად შევაღებთ ხვანჭკარის საჯარო სკოლის კარს და პირდაპირ რეჟიმში განვაახლებთ,
ყველაფერი კარგად იქნება!!!“- აღნიშნავს დირექტორი ნინო ჯოხაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203