„გვჯერა, მალე სკოლის კედლებში შევხვდებით ერთმანეთს“ - შაუმიანის N2 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. სკოლის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ სასწავლო პროცესი მალე, ტრადიციულად, საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

„ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევებით დაიწყო! ძვირფასო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გილოცავთ! გვჯერა, რომ მალე ვირტუალური სივრციდან რეალურში გადავინაცვლებთ და სკოლის კედლებში შევხვდებით ერთმანეთს. ჯანმრთელობას გისურვებთ!“- წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203