„ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ჩემო მონატრებულო მოსწავლეებო“ - მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა
15-09-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ტერტერაშვილი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით ულოცავს.
დირექტორი ნელი ტერტერაშვილი მოსწავლეებისა და თანამშრომლებისადმი ემოციურ და სიყვარულით აღსავსე ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „იყო დრო ხმაურით ვიწყებდით სასწავლო წელს. ახლა ასე, დისტანციურად გილოცავთ 2021-2022 საწავლო წლის დაწყებას. გამოწვევებით სავსეა ახალი სასწავლო წელი, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ - მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავუძლოთ გამოწვევებს და წარმატებულად გავაგრძელოთ სასკოლო ცხოვრება. ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ჩემო ხმურიანო, ნიჭიერო და მონატრებულო მოსწავლეებო“ - აღნიშნულია მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ნელი ტერტერაშვილის მილოცვაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია