„წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“- წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექცია და დირექტორი მანანა სონგულია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით პირველკლასელებს ულოცავენ.

„წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექცია ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ დისტანცირად ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს. ასევე განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც 4 ოქტომბერს თავიანთი ბავშვობის ახალ ეტაპზე გადავლენ, რომელიც მათთვის იქნება საინტერესო, გაჯერებული სახალისო სასკოლო აქტივობებით. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ჯანმრთელობასთან ერთად“,- წერს სკოლის დირექტორი მანანა სონგულია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203