„ეს დღე ცოდნის განახლების დღესასწაულთან ასოცირდება“ - მატნის N2 სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
სკოლაში იმედოვნებენ, რომ სასწავლო პროცესი მალე საკლასო აუდიტორიებში განახლდება.
„დღეს 15 სექტემბერია, მნიშვნელოვანი დღე მოსწავლე-ახალგაზრდობის, სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში. დაიწყო 2021-2022 სასწავლო წელი. დღე, რომელიც ყოველთვის სიხარულთან, საზეიმო განწყობასთან, ცოდნის განახლების დღესასწაულთან ასოცირდება. მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, საყვარელო ბავშვებო, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მშობლებო! ჩვენ ერთობლივად წარმატებით შევძლებთ სწავლების განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში და სულ მალე სასკოლო სივრცეს დავუბრუნდებით. ჯანმრთელობის და წარმატებების საწავლო წელს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს