„ეს წელი იყოს ნათელი, ნაყოფიერი და წარმატებული“- დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი ნათია გოშთელიანი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

იგი სკოლის ყველა თანამშრომელს მადლობას უხდის თანადგომისთვის.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული წელი. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, რომლებიც ჯერჯერობით ვერ ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ იმედია ძალიან მალე შევხვდებით ფიზიკურ გარემოში ერთმანეთს. ეს წელი იყოს ნათელი, ნაყოფიერი და წარმატებული, გვქონდეს მრავალი შესანიშნავი მომენტი, დაუვიწყარი ისტორიები და ბედნიერების ნათელი ფერები.
მადლობა ყველა ჩემს პედაგოგს, მოსწავლეს და მშობელს თანადგომისთვის,რაც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ჯანსაღი და თანამდრომლობითი გარემოს შესაქმნელად. მიყვარხართ, წარმატებები“,- წერს ნათია გოშთელიანი, სკოლის დირექტორი.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203