ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

იგი საუბრობს იმ უჩვეულო განწყობასა და ვითარებაზე, რასაც პანდემიის გამო არსებული შეზღუდვები ქმნის.

„2021-2022 სასწავლო წელის უჩვეულო დასაწყისი, მაგრამ საზეიმო განწყობა. მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო გილოცავთ ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. ვიწყებთ უჩვეულოდ, დისტანციურად. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ, გულით მოკიდებოდეს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ჯანმრთელობა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური“,- წერს  სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203