ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.

სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე მოსწავლეებს უამრავ წარმატებას უსურვებს და დიდი სიყვარულით მიმართავს:

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს პატარებს ვულოცავ. აბა თქვენ იცით ჩემო ლამაზებო, თქვენი მონდომებითა და კარგი სწავლით, როგორ გამახარებთ. წარმატებები ჩვენ, ჩემო პატარებო“, -  ნათქვამია განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძის მისალოც მიმართვაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203