„პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს სასწავლო წლის განახლებას ვულოცავ“ - ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებსა და თანამშრომლებს მიმართავს
15-09-2021
ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ბარამიძე მოსწავლეებს, მშობლებსა და თანამშრომლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
სკოლის დირექტორი ცისანა ბარამიძე იმედოვნებს, რომ მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს სულ მალე შეხვდებიან.
„პედაგოგიურ კოლექტივს, თითოეულ მოსწავლეს, მშობლებს, ტექნიკურ პერსონალს ონლაინ რეჟიმში სასწავლო წლის განახლებას ვულოცავ. გისურვებთ ჯანის სინმრთელეს, დღეგრძელობას და პროფესიულ საქმიანობაში ულევ წარმატებას. ვიმედოვნებთ, ერთმანეთს პირისპირ სულ მალე შევხვდებით“, - ნათქვამია ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორის ცისანა ბარამიძის მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს