„მუდამ გქონოდეთ გაცისკროვნებული თვალები და ღიმილიანი სახეები“ - მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა სირაძე მონატრებულ მოსწავლეებს მიმართავს
15-09-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა სირაძე მოსწავლეებს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და დიდი სიყვარულით მიმართავს.

მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა სირაძე მონატრებულ ბავშვებს საუკეთესო მომავალს უსურვებს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი ძალიან უყვარს.

„ჩვენო პატარა მერცხლებო, ჩვენი ქვეყნის მომავალო თაობავ და იმედო, ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მუდამ გქონოდეთ გაცისკროვნებული თვალები და ღიმილიანი სახეები. გისურვებთ გესწავლოთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიიღოთ ცოდნა და ის უნარჩვევები, რომლებიც ასე საჭიროა, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რომლებიც 21-ე საუკუნემ მოიტანა.  წლევანდელი სასწავლო წელი უცნაურად დაიწყო - თქვენი კისკისის, ჟრიამულის და ყვავილების გარეშე. იმედი მაქვს მალე ერთმანეთს საკლასო ოთახებში ჩავეხუტებით. გვიყვარხართ და გელოდებით“ - აღნიშნულია მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა სირაძეს ვიდეო მიმართვაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203