„გისურვებთ შეუპოვრობას და წარმატებებს სწავლაში“- თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლი წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ზაქაიძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ჩვენო პედაგოგებო, დაე, ეს სასწავლო წელი იყოს ნათელი, დატვირთული, ნაყოფიერი და წარმატებული. გისურვებთ ოპტიმისტურ დამოკიდებულებას, საქმიანობაში სიბრძნეს და შემოქმედებით მიღწევებს. 
ჩვენო მოსწავლეებო, დაე, ყოველი ახალი გაკვეთილი გახდეს საგანმანათლებლო მოგზაურობა ცოდნის სამყაროში, გისურვებთ შეუპოვრობას და წარმატებებს სწავლაში, ერთგულ მეგობრებს, საინტერესო და დატვირთულ სასკოლო ცხოვრებას.
ჩვენო მშობლებო, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს“,- წერს გიული ზაქაიძე.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203