„გისურვებთ ჯანმრთელობას და მშობლიურ სკოლაში მალე დაბრუნებას“- ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„15 სექტემბერი 2021 - 2022 სასწავლო წლის პირველი დღეა! გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
მოგეხსენებათ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი მეორე-მეთორმეტე კლასებში ჯერჯერობით დისტანციურად წარიმართება, პირველკლასელები კი 4 ოქტომბერს სწავლას საკლასო ოთახებში შეუდგებიან.
თქვენთან ერთად ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის სახელით ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ვულოცავ და გისურვებთ უპირველესად ჯანმრთელობას, შემდეგ კი - მშობლიურ სკოლაში, უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მალე დაბრუნებას!“,- წერს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.