ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას განათლების სფეროს ყველა წარმომადგენელს ულოცავს
15-09-2021
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის სრული შემადგენლობა საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელსა და განათლების სფეროს მუშაკს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 

სკოლაში ამბობენ, რომ ახალ სასწავლო წელს თან ახალი გამოწვევები ახლავს. 

„ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ულოცავს საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელსა და განათლების სფეროს მუშაკებს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ოზურგეთის საგამნათლებო რესურსცენტრს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ახალი საწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ სტუდენტებს, რომელთაც  წელს მათი მაღალი შედეგებით  განსაკუთრებით ასახელეს N3 საჯარო სკოლა.
ახალი სასწავლო წელი, ახალი გამოწვევებია...
დაე, 2021-2022 სასწავლო წელი ყოფილიყოს წარმატებების, ძიების, კვლევის, შემოქმედებითი წინსვლისა და მოსწავლეთა კარგი განათლებისა წელი.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ულევ  სიხარულს“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203