ციხისძირის საჯარო სკოლის ცხრა კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხა
15-09-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლის თოთხმეტი კურსდამთავრებულიდან ცხრამ ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ კარგი შედეგებით ჩააბარა და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. თითოეული მათგანის შედეგებით მშობლიური სკოლა და პედაგოგები ძალიან ამაყები არიან.

„ციხისძირის საჯარო სკოლა თავის კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავს; თოთხმეტი მოსწავლიდან  ცხრა მოსწავლემ ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ კარგი შედეგი დადო; სკოლა და მასწავლებლები შედეგებით ამაყები არიან“ - აღნიშნულია ციხისძირის საჯარო სკოლის მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203