„გისურვებთ ეს წელი თქვენთვის ცოდნითა და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს“- ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მოსწავლეებს მიმართავს
15-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ, შინაარსიან წელს უსურვებთ.

სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე ასევე მოუთმენლად ელის პირველკლასელებთან შეხვედრას და მათაც დიდი სიყვარულით მიმართავს:

„ჩემო მოსწავლეებო და პედაგოგებო, ახალ სასწავლო წელს დისტანციურ რეჟიმში ვიწყებთ, რადგან თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გილოცავთ სასწავლო წლის განახლებას და გისურვებთ ეს წელი თქვენთვის ცოდნითა და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს. ასევე, მსურს სასწავლო წლის დაწყება მივულოცო მომავალ პირველკლასელებს, რომლებიც სკოლის კარს სულ მალე შემოაღებენ და თითოეულ მათგანს გულში ჩავიკრავ. სწავლის დაწყებას ასევე, ვულოცავ მშობლებს და ვიმედოვნებ ერთმანეთის მხარში დგომით შევძლებთ სასწავლო წელი ღირსეულად წარვმართოთ“, - ნათქვამია ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის ტარიელ მიქელაძის მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203