„გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას“- ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ 2021-2022 სასწავლო წელს ულოცავს.სკოლის დირექცია კოვიდვირუსის პანდემიიდან გამომდინარე მზად არის, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარმართოს.
„ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექცია, სკოლის თანამშრომლებს და მოსწავლეებს გილოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. სკოლა მზად არის სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გამართოს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას.
უამრავი წარმატება თქვენ“, - ნათქვამია ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექცის განცხადებაში.