„წელს უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ერთობით ყველაფერს შევძლებთ“- ხარაგაულის N2 სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სწავლის განახლებას ულოცავს
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ვალერი გოგნაძე და სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ.
სკოლის დირექტორი, ვალერი გოგნაძე და ადმინისტრაცია მოსწავლეებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ:
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! თუმცა უჩვეულო ფორმით ვიწყებთ, გვჯერა, ყველაფერი კარგად იქნება და სულ მალე დავბრუნდებით საკლასო ოთახებში. განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს გილოცავთ და 4 ოქტომბერს მოუთმენლად ველოდებით; პირველად შემოაბიჯებთ ცოდნის ტაძარში და ააჟრიამულებთ გარემოს. წელს უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ერთობით ყველაფერს შევძლებთ. მეტ გამარჯვებას ვიზეიმებთ, მეტ აქტივობას, პროექტს, ღონისძიებას განვახორცილებთ, ვიდრე - შარშან. წელს უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმანეთს. თითოეულ თქვენგანს დასახული მიზნების მიღწევას, შესაძლებლობების გამოყენებასა და ბევრ წარმატებას გისურვებთ“, - აღნიშნულია ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის ვალერი გოგნაძე და სკოლის ადმინსტრაციის ერთობლივ მიმართვაში.