„გვეამაყებით ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორის რუსუდან ჭეიშვილის ემოციური მიმართვა
15-09-2021
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ემოციურად მიმართავს და სწავლის დაწყებას ულოცავს.

დირექტორის, რუსუდან ჭეიშვილის თქმით, მოსწავლეებს 4 ოქტომბრისთვის სკოლაში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი სასკოლო გარემო დახვდებათ:

„გვეამაყებით ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ! ძვირფასო ბავშვებო, სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ. დღეიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში  დაიწყო, რეალური, ყოველდღიური მუშაობა. ოთხ ოქტომბერს სწავლა სკოლაში გადმოინაცვლებს. თქვენ დაგხვდებათ უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი სასკოლო გარემო შინაგან მოტივაციაზე, კრეატიულ აქტივობებზე დაფუძნებით ცოდნის, დამოკიდებულების, ცხოვრებისეული ღირებულებების, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ფასეულობების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო კურსდამთავრებულებს, გისურვებთ გონიერებას, სიბრძნეს, აღმოჩენების გზით სიარულს, სიახლეების წვდომას, ბედნიერ მომავალს! მადლობა ჩვენო მშობლებო, რეგულარული იყო და იქნება თქვენი ჩართულობა თქვენი შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისა და განვითარების პროცესში. საინტერესო, მრავალფეროვანი, გააზრებული სასწავლო პროცესი, განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული. ძლიერი, მიზანდასახული, ინიციატივიანი გუნდი, ღია თანამშრომლობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა, აღიარება. მრავალმხრივად განვითარებული მოსწავლეები, მაღალი აქტივობა, თვითეფექტიანობის მაღალი განცდა. თანამშრომლობა, გუნდურობა, სიყვარული, მხარდაჭერა მშობლებისა, საზოგადოების ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება, უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმით, ერთობლიობით მიღწეული შედეგი-ამისთვის უამრავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენო მასწავლებლებო! წლევანდელი სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სასარგებლო, სიალხეებით აღსავსე, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, ყოველდღიური წარმატების, მოლოდინების გამართლების წელი“ - აღნიშნულია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორის, რუსუდან ჭეიშვილის მიმართვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203