ზემო წინსვლის საჯარო სკოლამ მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ მიმართვა გაავრცელა
15-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, სკოლამ, დირექტორის ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ მიმართვა გაავრცელა, რომლშიც საუბარი იყო თუ როგორ უნდა დასწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!
2021-2022 სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში. დილით, 10 საათზე, Teams-ის პლათფორმის დახმარებით ან მესენჯერით ჩაგერთვებათ კლასის დამრიგებლები და გაგაცნობენ ონლაინ გაკვეთილების ცხრილს. პირველკლასელებს კი სხვა მოსწავლეებთან ერთად სასკოლო სივრცეში ველოდებით 4 ოქტომბერს. საკლასო სივრცეში სწავლის განახლება დამოკიდებულია პანდემიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დიდი იმედი მაქვს,რომ მოგვეცემა შესაძლებლობა 4 ოქტომბრიდან სწავლის რეგულაციების დაცვით სკოლაში განახლებისა. წარმატებებს გისურვებთ ყველას!“,- აღნიშნულია დირექტორის ნატალია კეჭეხმაძის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს