„უყვარხართ სკოლას და მოუთმენლად გელოდებათ“ - კურსების საჯარო სკოლის მილოცვა სასკოლო საზოგადოებას
15-09-2021

დღეს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული ხვდება.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს. 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ, მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო! წარმატებებს, წინსვლას და ბედნიერებას გისურვებთ.

სასწავლო წელს ვიწყებთ უჩვეულოდ-დისტანციურად. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გავაგრძელებთ საყვარელ საქმიანობას. უყვარხართ კურსების საჯარო სკოლას და მოუთმენლად გელოდებათ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203