ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძემ აგრარულ ოლიმპიადაში საპრიზო ადგილი მოიპოვა
14-09-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძემ პირველ აგრარულ ოლიმპიადაში მესამე ადგილი დაიკავა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა ავრცელებს.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეს საჩუქრად მიკროსკოპი, ბარაქას ბრენდირებული მაისური, საკანცელარიო ნივთები და სერტიფიკატი გადაეცა.
 
საკონკურსო თემატიკა მოსწავლეების შემთხვევაში - სოფლის მეურნეობას, ბიომრავალფეროვნებას, გარემოს დაცვას და ეკოლოგიას მოიცავდა.
 
პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასიციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203