ქობულეთის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელები ერთმანეთს სახალისო ვიდეორგოლით ეცნობიან
14-09-2021
ქობულეთის N5 საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ემზადება. პედაგოგის, ნინო კობალაძის ხელმძღვანელობითა და მომავალი პირველკლასელების მონაწილეობით სახალისო და ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა.
მომავალი პირველკლასელები ვიდეორგოლის მეშვეობით ერთმანეთს ეცნობიან და წინა სასკოლო ემოციებს უზიარებენ.
ქობულეთის N5 საჯარო სკოლა და პედაგოგი, ნინო კობალაძე პირველკლასელებსა და სრულიად მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავენ და საინტერესო, ნაყოფიერ სასკოლო ცხოვრებას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია