თბილისის N198 საჯარო სკოლამ სსსმ მოსწავლეებისთვის სავარჯიშო კრებულების ალბომები შექმნა
14-09-2021

თბილისის №198 საჯარო სკოლამ ახალი 2021-2022 სასწავლო წლისთვის ​სსსმ მოსწავლეებისათვის  სავარჯიშო კრებულების ალბომები შექმნა. 

თითოეული მათგანი კომპლექსური დავალების შექმნის პრინციპზეა აგებული და იმ მოსწავლეებისთვის არის გათვლილია, ვინც სინქრონული ფორმით  დისტანციური  სწავლების ფორმატში ჩართვას ვერ ახერხებს.

სავარჯიშო კრებულები და არტთერაპიული და საკანცელარიო  მასალების  ინდივიდუალური პაკეტი (სახატავი ალბომები, ფლომასტრები, ფერადი ქაღალდების ნაკრები, საბავშვო მაკრატელი, პლასტელინი, ბლოკნოტი)  მოსწავლეებს სასკოლო წიგნებთან ერთად გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203