„ვამაყობთ ერთმანეთის წარმატებით“ - ზეგნის N2 სკოლის პედაგოგებს - სოფო ნატრიაშვილს და გვანცა ნებიერიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
14-09-2021

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

სკოლის კიდევ ორმა პედაგოგმა - სოფო ნატრიაშვილმა და გვანცა ნებიერიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„სასიამოვნო სიახლე...  ჩვენი სკოლის კიდევ ორი პედაგოგს - სოფო ნატრიაშვილს და გვანცა ნებიერიძეს ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას... 

წარმატებები არ მოშლოდეს ჩვენი გუნდის ყველა წევრს მათთან ერთად... ჩვენ ვამაყობთ ერთმანეთის წარმატებით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203