ჭიათურის N4 სკოლა პროექტით - „თანასწორობის ტრიადა“ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგება
14-09-2021
ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სკოლის ხელშეწყობით ბევრ მნიშვნელოვან პროექტში წარმატებით მონაწილეობენ.

ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში პროექტი „თანასწორობის ტრიადა“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით ვიდეო რგოლი შეიქმნა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია განხილული.

აღსანიშნავია, რომ სკოლა სკოლის პროექტების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და ბათუმის მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე არიან წარდგენილები.

„გილოცავთ მეოთხე სკოლელებო, დიდებო და პატარებო, ბევრი წარმატება წინაა. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა შერჩეულია სკოლის პროექტების საუკეთესო ხუთეულში ბათუმის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე წარსადგენად“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203