ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვიდეორგოლით ულოცავს
14-09-2021
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ემზადება.

ვინაირად, ახალი სასწავლო წელი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იწყება, სკოლა მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს ვიდეორგოლით ულოცავს, სადაც სკოლის, მოსწავლეებისა და პედაგოგების გასული წლის წარმატებებია ასახული.

სკოლას გასულ წელს უამრავი წარმატება ჰქონდა, რითიც თითოეული მოსწავლე და პედაგოგი ამაყობს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლე ლუკა ლაიშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის II ადგილის მფლობელი გახდა, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარული ფაქტი იყო. 

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მინდია ცხვედიანი მოსწავლეებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და იმედოვნებს, რომ 2021-2022 სასწავლო წელი სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203