ჯავახის საჯარო სკოლის პედაგოგ ზამირა ოქრიაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
14-09-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ზამირა ოქრიაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ზამირა ოქრიაშვილი მასწავლებლად უკვე ორცმოდამეჩვიდმეტე წელია რაც მუშაობს და მის ხელში უამრავი ღირსეული თაობა აღიზარდა.

„მასწავლებლად მუშაობის 57-ე წელი და დამსახურებული, ღირსეული ჯილდო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ზამირა ოქრიაშვილს. დმანისის რაიონული ორგანიზაციის სახელით გილოცავთ ქალბატონო ზამირა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებას. თქვენ თქვენი შრომით ამტკიცებთ, რომ მასწავლებელი კრიზისის მართვის და მომავლის ხედვის ლიდერია. მინდა გისურვოთ, რომ მრავალი წელი იღვაწოთ ქვეყნის სასიკეთოდ, მომავალი თაობის აღზრდის სადარაჯოზე“, - აღნიშნულია დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მილოცვაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203