მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
13-09-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მე-4 კლასის მოსწავლეები წიგნიერებისადმი მიძღვნილ კამპანიას შეიერთდნენ, კითხვას დაუთმეს დრო და თანატოლებსაც წიგნიერების დონის ამაღლებისკენ მოუწოდეს - იყავი წიგნის მეგობარი! გადავდოთ ერთმანეთს წიგნის სიყვარული!
წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღე 8 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე პირველად1966 წელს იზეიმეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია