წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი გუნდურობითა და სამაგალითო თანამშრომლობით გამოირჩევა
13-09-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი გუნდურობისა და სამაგალითო თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.

სკოლის პედაგოგებმა და დირექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე გასვლითი ღონისძიება მოაწყეს და სხვადასხვა ადგილები მოინახულეს. მსგავსი ღონისძიება თანამშრომლებს შორის ურთიერთობისა და მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებას უწყობს ხელს.

„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო  წლის დაწყების წინ მოსალოცად ხვამლის  წმ. გიორგის სალოცავზე იმყოფებოდნენ; შემდეგ კი უმშვენიერეს  გარემოში, ქულბაქში, მწვანე ტბის  ულამაზესი ადგილები მოინახულეს. არაფორმალური გასვლები თანამშრომლობითი კულტურის განმტკიცებას უწყობს ხელს, ხოლო ამ პანდემიის პირობებში ჯანსაღ ჰაერზე-ბუნებაში გასვლა, სულიერი  სიმშვიდე, როგორც  არასდროს, ისე სჭირდება ადამიანს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203