
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგებმა - ეკა კერესელიძემ, ლელა იაკობაშვილმა და მანანა შუბითიძემ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
„საჩხერის N1 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებს: ეკა კერესელიძეს, ლელა იაკობაშვილსა და მანანა შუბითიძეს ვულოცავთ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას. წარმატებები არ მოგკლებოდეთ პირად და პროფესიულ საქმიანობაში!“ - აღნიშნულია აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის განცხადებაში.