
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების და ბეღლეთის საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფთან ერთად მაღალმთიან აჭარაში არსებული სკოლების მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად, მიმდინარე წლის ბოლომდე, დასრულდება.