დაბა შუახევის​, ბარათაულის, სხეფის და ჭვანის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
10-09-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის ბარათაულის, სხეფის და ჭვანის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ასევე მიმდინარეობს დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფთან ერთად სკოლების მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

სკოლებში სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება და მოსწავლეები სასწავლო სწავლას განახლებულ გარემოში შეძლებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203