ზვარეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
10-09-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.
კურსდამთავრებულებმა: თინათინ თიკანაშვილმა, ელენე გოგნაძემ, გურამ მანჩხაშვილმა და თამთა გოგნაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებში ჩაირიცხნენ.
„ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას, დასახული მიზნების ასრულებას და იმედების გამართლებას ვუსურვებთ. კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ თქვენი ოჯახები, აღმზრდელი მასწავლებლები და სოფელი“ - აღნიშნულია ზვარეს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს