დაბა ქედის საჯარო სკოლაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, გეგელიძეების, ვაიოს, და ახოს N1 საჯარო სკოლებს კი რეაბილიტაცია უტარდებათ
10-09-2021

ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის, სოფელ გეგელიძეების, ვაიოს, და ახოს N1 საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 

მაღალმთიან აჭარაში არსებული სკოლების მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფთან ერთად მოინახულა.

ამჟამად, მიმდინარეობს დაბა ქედის სკოლის სპორტული კომპლექსის მშენებლობა და გეგელიძეების, ვაიოს და ახოს N1 (სკოლის ფასადის შეფუთვა-რეაბილიტაცია და ადაპტირება (ამწე-ლიფტი) )  საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203