„2020-2021 წლის გამოშვება საუკეთესოდ დარჩება ჩვენი სკოლის მატიანეში“- ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
09-09-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექტორი ირმა მენაბდე კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს და სტუდენტობას ულოცავს.

„ვერ ვფარავ სიხარულს და სიამაყით ვიტყვი რომ ლიხაურის საჯარო სკოლას უამრავი თაობა აღუზრდია, 2020-2021 წლის გამოშვება საუკეთესოდ დარჩება ჩვენი სკოლის მატიანეში. 100%-იანი გრანტები მოიპოვეს ანი რუსიეშვილმა და ანნა ცეცხლაძემ.70%-იანი ნატა ვაშაყმაძემ და მარიამ ურუშაძემ, 50%-იანი ნატა ჭანიშვილიმა.ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ: ილიკო კახიანი, ნატა მელქაძე, ნატა მჟავანაძე, რეზი სვანიძე, ანი გურგენიძე, ბაჩი კვესიეშვილი. გილოცავთ ბავშვებო, წარმატებები!“,- აღნიშნავს ირმა მენაბდე მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203