წალკის N1 საჯარო სკოლას ორი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
09-09-2021

წალკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის პედაგოგებმა - ნინო კვიციანმა და ნესტან მიქაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლის დირექტორმა, მარინე ბერიანიძემ მასწავლებლებს პროფესიული წინსვლა წიგნიერების საერთაშორისო დღეს მიულოცა. 

„8 სექტემბერი წიგნიერების საერთაშორისო დღეა!

წიგნიერება მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა არ არის. ეს არის ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების ერთობლიობა. ეს არის უნარების ფართო სპექტრი, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ასეთი პედაგოგებით (ნინო კვიციანი და ნესტან მიქაძე) ადვილია ამ უნარების დაუფლება.

წალკის N1 საჯაროს კიდევ ორი წამყვანი პედაგოგი ჰყავს!“,- აღნიშნავს დირექტორი მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203