ცოდნისკარის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-09-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ხშირად აწყობენ სხვადასხვა საგანამნათლებლო ღონისძიებებს.
სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აქტივობას ქართული ენის პედაგოგი, ცისანა ბოლაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით წაიკითხეს წიგნები და ყველასთვის მისაბაძები გახდნენ.
ცოდნისკარის საჯარო სკოლა და პედაგოგი, ცისანა ბოლაშვილი ამაყობენ მეორე კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარებული მცირე ღონისძიებით და თითოეულ მათგანს საინტერესო ცხოვრებას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია