საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დემური ქაჯაია კრივში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა
10-09-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დემური ქაჯაიამ კრივში ევროპის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა. 

საჯიჯაოს N1 სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და გამარჯვებას ულოცავს. 

„ჩვენმა სკოლამ ასევე უდიდეს წარმატებას მიაღწია სპორტულ საქმიანობაში. მე-11 კლასის მოსწავლე დემური ქაჯაია მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი კრივში, რასაც ვულოცავთ და ვუსურვებთ მრავალგზის ესახელებინოს სკოლა, სოფელი, რაიონი და საქართველო“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203