„თქვენ ნამდვილად ასახელეთ სკოლა“- საჩხერის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
09-09-2021
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„საჩხერის პირველი სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას, ბედნიერი მომავალი გქონოდეთ, თქვენ ნამდვილად ასახელეთ სკოლა და ქვეყნის ღირსეული მოქალაქეებიც დადგებით, ჩვენ ვამაყობთ თქვენით, წამყვან უნივერსიტეტებში გრანტების მოპოვება ჩვენი პედაგოგების შრომის, თქვენი ნიჭის და მონდომების აღიარებაა!“,- წერს სკოლა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია