ჩიხის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგი წარმატებით გაიარეს
09-09-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პედაგოგებმა USAID- ის ლიდერი მასწავლებლის ტრენინგი წარმატებით გაიარეს.

ტრენინგში ორი მასწავლებელი -  ირმა იაკობაშვილი და ლია იაკობაშვილი, მოაწილეობდა.

ჩიხის საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს. 

„ჩიხის საჯარო სკოლის პედაგოგებს - ირმა იაკობაშვილს და ლია იაკობაშვილს ვულოცავთ USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ფარგლებში დამსახურებულ სერტიფიცირებას“- წერს სკოლა.

პროექტში მონაწილეობისათვის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203