გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„სტუდენტობას ვულოცავთ სკოლის კურსდამთავრებულებს: შორენა სიხარულიძეს, ლუკა დიდბერიძეს, რატი ოყროშიძეს.
წარმატების გზით გევლოთ ბავშვებო!“,- წერს სკოლა.