„მოსწავლეებს ვურჩევთ ბევრი იკითხონ“-  წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
09-09-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორის გამოწვევაში და წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. 

„წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეები და მათი პედაგოგები უერთდება სკოლის დირექტორის გამოწვევას - ერთად აღვნიშნოთ წიგნიერების საერთაშორისო დღე. მოსწავლეებს ვურჩევთ ბევრი „იკითხონ ... ყოველდღე... რადგან, როგორც დიდი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ბრძანებს: ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..." ან კიდევ, ,,იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია..." წიგნი ეს ის ნივთია, რომელსაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვფიქრობ, რამდენი წიგნიც გაქვს წაკითხული, იმდენივე თავგადასავალი გადაგხდენია თავს. არ არსებობს მცნება კარგი ან ცუდი წიგნი. ყოველი მათგანი რაღაცის მომცემია, თითოეულში დიდი სიბრძნე დევს, არ აქვს მნიშვნელობა ღიად თუ შეფარვით.
ნათქვამია წიგნი ყდით არ უნდა შეაფასოო, მაგრამ ამას თითქმის არავინ ითვალისწინებს. ყოველთვის გარეგნულად ლამაზი და საინტერესოდ გაფორმებული წიგნი უფრო გვიზიდავს, ვიდრე ის რომელიც უბრალოა, ან თუნდაც რომელსაც დამაინტრიგებელი სათაური აქვს“,- წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203