ახალი საყულიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
09-09-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. კურსდამთავრებულები სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლიეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ვერცხლისმედალოსანმა კურსდამთავრებული მონიკა ქალდანი კი 50%-იანი გრანტით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

„ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს 2020- 2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მათი რჩეული უნივერსიტეტების სტუდენტობას და უსურვებს უამრავ წარმატებას. ჩვენი სკოლის ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებული მონიკა ქალდანი 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. წარმატებები, ბავშვებო“ - აღნიშნულია, ახალი საყულიის სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203