„სკოლა ამაყობს შენით!“- თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლე, ძიუდოისტი ალესანდრე ლოლაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია
09-09-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის XIIდ კლასის მოსწავლემ, ძიუდოისტმა ალესანდრე ლოლაძემ რიგაში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ალესანდრე ლოლაძე 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

თბილისის N23 საჯარო სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და გამარჯვებას ულოცავს. 

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის ისტორიაში შესატანი ამბავი გვაქვს :
XIIდ კლასის მოსწავლე ალესანდრე ლოლაძე , რიგაში, ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში.
კი, კი, არ მოგესმათ! მთელი გულით ვულოცავთ ჩვენს სანდროს და გვჯერა რომ კიდევ არაერთხელ გაახარებს სრულიად საქართველოს! 
სკოლა ამაყობს შენით!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203