„მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც გაგიცნობთ და გულში ჩაგიხუტებთ“-წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი მაიკო ნუცუბიძე-ქობულია პირველკლასელებს მიმართავს
09-09-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად დიდი სიყვარულით ემზადება. როგორც ცნობილია, პირველკლასელები სკოლაში 4 ოქტომბერს გამოცხადდებიან სკოლაში კი მათთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

სკოლაში პირველკლასელების განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მათ დახვდებათ საუკეთესო საკლასო ოთახები და მოსიყვარულე დამრიგებელი. წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას ასევე გააჩნია დიდი კულტურული სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი უნარ-ჩვევები წარმოაჩინონ.

„ჩვენო საყვარელო პირველკლასელებო! მიხარია,რომ ჩვენი სკოლის კარებს შემოაღებთ მალე. თქვენ აქ დაგხვდებათ თქვენი განვითარებისთვის ყველა პირობა, საუკეთესო საკლასო ოთახი, უთბილესი ნათია მასწავლებლით, საყვარელი პედაგოგებით და დირექციით, უზარმაზარი კულტურული სივრცით, სადაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი ყველა უნარ-ჩვევები და სხვ. მიყვარხართ, მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც გაგიცნობთ და გულში ჩაგიხუტებთ. 4 ოქტომბრამდე ჩემო მერცხლებო! თქვენი მოსიყვარულე მაიკო ნუცუბიძე-ქობულია“ - აღნიშნულია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორის, მაიკო ნუცუბიძე-ქობულიას განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203