მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტის დახმარებით თბილისი შეიმეცნეს
09-09-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა - ანდრია ვეკუამ (1-ელი კლასი), გია მიქაძემ (მე- 2 კლასი), ნიკოლოზ ვეკუამ (მე-4 კლასი) და  ანანაო იაშვილმა (მე-4 კლასი) საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულეს. ტესტი თბილისს მიეძღვნა და მოსწავლეებმა დედაქალაქის შეცნობის დასტური მიიღეს.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით: მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203