ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-09-2021

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად ზღაპრები, მოთხრობები და ლექსები წაიკითხეს.

„8 სექტემბერი წიგნიერების საერთაშორისო დღეა! ჩემი პატარები და მათი მუდამ აქტიური მშობლები შეუერთდნენ ამ დღეს და 13-დან 13:15 საათამდე წაიკითხეს მათთვის სასურველი ზღაპარი, მოთხრობა თუ ლექსი. მინდა, რომ წიგნებში ამოკითხული სიბრძნე ცხოვრებისეულ გამოცდილებად გექცეთ და გაგიმარტივდეთ სავალი გზა. თქვენი მასწავლებელი შორიდან გეფერებათ“,- აღნიშნავს მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი სალომე მიქაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203