არეშფერანის საჯარო სკოლაში წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
08-09-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

არეშფერანის საჯარო სკოლის თანამშრომელთა ნაწილმა 13:00-დან 13:15 წუთამდე დრო მხოლოდ წიგნის კითხვას დაუთმეს.

„როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წიგნიერი ქვეყანა, საქართველო და ჩენი სკოლაც შეუერთდა წიგნიერების საერთაშორისო დღის გლობალურ აღნიშვნას - 8 სექტემბერს.  
ამ დღეს 15 წუთის განმავლობაში,13:00-დან 13:15 საათამდე, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო შეეწყვიტა, რასაც ისინი აკეთებენ მითითებულ დროს და წაიკითხონ. შეუძლიათ წაიკითხონ წიგნი, გაზეთი, ონლაინ სტატია - ყველაფერი, რისი წაკითხვის სურვილიც ექნებათ! სკოლა საქართველოს ყველა მოსახლეს მოუწოდებს იკითხონ რაც შეიძლება მეტი წიგნები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203