ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
08-09-2021
ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

სკოლის კურსდამთავრებულებმა: თიკო მსხილაძემ, მარიტა ტოტოჩავამ, მარიამ ბერიძემ და ნიკა ხოჯავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

„ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს: თიკო მსხილაძეს, მარიტა ტოტოჩავას, მარიამ ბერიძეს და ნიკა ხოჯავას ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. წარმატებებს გისურვებთ კვლავაც! გვიყვარხართ და გვეიმედებით“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203